აფგან სადიგოვი - ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მომცეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის განცხადებით, მას ბაქოს აეროპორტში ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს.

„ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა“, - წერს სადიგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამჟამად ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება.

„აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მომცეს. ჩემი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი და ჩემს წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. შემდეგ ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი ამ მთავრობას აკრიტიკებს - ბანდიტებს, ტირანებს, მკვლელებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. რა უნდა ქნა, თუ არ გააკრიტიკებ მთავრობას, რომელიც შედგება ასეთი გაუნათლებელი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ხალხს ჩაგრავენ და დაუნდობლად სჯიან, რომლებიც მაფიოზები, მანიაკები, თვითნებობები, თაღლითები, სახელმწიფო ბიუჯეტის მძარცველები არიან, რომელთა ხელები თითის წვერებიდან მხრებამდე სისხლით არის დაფარული, რომლებიც შეკვეთილ პოლიტიკურ რეპრესიებსა და მკვლელობებს სჩადიან. აზერბაიჯანის მთავრობა კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს“, - წერს სადიგოვი.

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან ყველანაირი დანაშაული და საფრთხე მოსალოდნელია.

„თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, ერთად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული და უხეში ფორმით და გამომგზავნეს აზერბაიჯანში, მაშინ მათგან ყველანაირ დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ! ძირს დიქტატურა! რეპრესიები უნდა დასრულდეს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“- წერს სადიგოვი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს