ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა.

„26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა. სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს და მათ მშვიდობას, სამართლიანობასა და დაცულ გარემოში ცხოვრებას უსურვებს.

დამოუკიდებლობა ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა - დავიცვათ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ სოლიდარულნი, გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და რწმენა, რომ ძლიერ სახელმწიფოს თავისუფალი და თანასწორი საზოგადოება აშენებს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”, - წერია იოსელიანის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის