ნიკა გვარამია - მარკო რუბიოს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება, ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა, ამიტომაც, ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს - დღეს, უნივერსიტეტთან ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ

„ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მილოცვა ეძღვნება ქართველ ხალხს და ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, წერილი, რომლითაც რუბიომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, საჭიროებს პასუხს.

„მარკო რუბიოს წერილი ქართველ ხალხს გვეძღვნება და ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. წერილის ადრესატი ჩვენ ვართ და არა ე.წ. მთავრობა. ამიტომაც, ეს წერილი ჩვენგანაც საჭიროებს პასუხს! დღეს 7 საათზე უნივერსიტეტთან ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, მათ შორის, ამის გამო! უფრო მეტნი, ვიდრე ერევანში რუბიოს დამხვედრები“,- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოცი წერილი გამოაქვეყნა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს”,- წერს რუბიო.

მისივე თქმით, „მიმდინარე წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად”.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“, - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა