სვეტლანა ტიხანოვსკაია - თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს! გილოცავთ, საქართველო!

სვეტლანა ტიხანოვსკაია - თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს! გილოცავთ, საქართველო!

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უთბილესად ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ბელარუსელებს და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა, შიშის, ჩაგვრისა და უცხოური ბატონობის გარეშე. თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს! გილოცავთ, საქართველო!“, - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.