ისრაელის ელჩი - 26 მაისი საქართველოს თავისუფლების, მდგრადობისა და ეროვნული სიამაყის ურყევი სულისკვეთების კაშკაშა სიმბოლოა

ამ განსაკუთრებულ დღეს, გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ აღნიშნულია პოსტში, რომელსაც საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„26 მაისი საქართველოს თავისუფლების, მდგრადობისა და ეროვნული სიამაყის ურყევი სულისკვეთების კაშკაშა სიმბოლოა, ღირებულებების, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელელ ხალხს. ჩვენი ორი ერი, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად არის დაშორებული, დაკავშირებულია ისტორიის უძველესი ძაფებით, საერთო დემოკრატიული პრინციპებით და მზარდი მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული“, - წერს დიპლომატი.

ისრაელის ელჩი ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს საამაყო ისტორია, ულამაზესი ტრადიციები და ჰყავს შესანიშნავი ხალხი, რომელთა სითბო, კულტურა და სული ბევრისთვის შთაგონების წყაროა.

„გისურვებთ მუდმივ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი და აყვავებული მომავლის მშენებლობაში“, - წერს ელჩი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის