ირაკლი ფავლენიშვილი - 26 მაისის ექსკლუზივი ვერ ექნება „ოცნებას“, რუსეთის ინსტრუქციების შემსრულებელ პოლიტიკურ კრიმინალურ ბანდას - ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ, ვიქნებით ათი ათასობით

არ ვაპირებთ 26 მაისის ორგანიზების, აღნიშვნის ექსკლუზივი დავუთმოთ იმ ხალხს, რომელმაც ყველა ძირითადი ინსტრუქცია შეასრულა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მტრისგან, რუსული იმპერიისგან, მათ შორის, აღნიშნა შაჰ-აბასობა და თემურ ლენგის საფლავზე მიიტანა ყვავილები, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს თსუ-სთან განუცხადა, სადაც "ოპოზიციური ალიანსის" წევრები იკრიბებიან.

მისი თქმით, „ოპოზიციური ალიანსის" მიერ 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნება" ტექნიკური დაბრკოლებების შექმნას ვერ შეძლებს.

„ვერ შეძლებენ ხელი შეუშალონ ათი ათასობით ქართველს, რომელსაც აქვს ძალიან მარტივი გადაწყვეტილება - ჩვენ არ ვაპირებთ 26 მაისის ორგანიზების, აღნიშვნის ექსკლუზივი დავუთმოთ იმ ხალხს, რომელმაც ყველა ძირითადი ინსტრუქცია შეასრულა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მტრისგან, რუსული იმპერიისგან და მათ შორის, აღნიშნა შაჰ-აბასობა, თემურ ლენგის საფლავზე მიიტანა ყვავილები. შეუძლებელია, რომ ასეთ ეროვნულ დღესასწაულს მხოლოდ ეს ხალხი აორგანიზებდეს, ამიტომ რა თქმა უნდა, პატრიოტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი შევიკრიბებით და აღვნიშნავთ ამ დღეს და მათ შორის ჩვენ საპროტესტო ხმას გავაგონებთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს.

ჩვენ ვსაუბრობთ საპროტესტო აქციაზე, რომლის დღის წესრიგი არის მარტივი - 26 მაისის ექსკლუზივი ვერ ექნება „ოცნებას", რუსეთის ინსტრუქციების შემსრულებელ პოლიტიკურ კრიმინალურ ბანდას, რომელიც შაჰ-აბასობას აღნიშნავს და სხვა ანტიეროვნული საქმიანობით არის დაკავებული. ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ, ვიქნებით ათი ათასობით", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს