მიხეილ ყაველაშვილი - საუკუნეების განმავლობაში არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს, ქართველი ერისთვის კი ასეთი დღე 26 მაისია.

„ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე - 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო.

ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები - სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი დედაეკლესიამ შეასრულა.

„ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ - ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვეამაყება, რომ ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვისი რწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის