შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილა ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი.

„საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილა ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას.

დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომელმაც ურთულეს ეპოქებში გადაგვარჩინა.

გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ - ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია - ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია. მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს, ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს