პრემიერი - დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც ქვეყანას დააძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და ასევე დააძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში.

„ისევე, როგორც წმინდა ილია მართალმა, ილია II-მაც სამი სიტყვით გამოხატა უმთავრესი ღირებულებები, რომლებსაც თითოეული ქართველის თვითშეგნება უნდა ეფუძნებოდეს: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ყალბია ყოველგვარი პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი, რომელიც ღმერთის შიშსა და რწმენაზე არ არის დაფუძნებული. სწორედ უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი არის ის ძალა, რომელმაც დაგვაძლევინა მრავალი სირთულე წარსულში და რომელიც დაგვაძლევინებს ყველა სირთულეს მომავალში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს მიმართა და უსურვა, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას დედაეკლესიის ისტორიაში.

„ღრმა პატივისცემით მივესალმები უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს - უფლის ნებით, ილია II-ის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს. უწმიდესს და უნეტარესს ვუსურვებ, მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის