პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

პარლამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონსა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით შევიდა, განხილვის დაწყებისთვის საჭირო პროცედურები გაიარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებს გადაეცა.

პროექტს პარლამენტში გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და სერგო ხურციძე წარადგენენ.

რაც შეეხება ინიციატივის არსს, ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან ყველა იმ ნორმის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც ეხება შრომითი ბინადრობის ნებართვას, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას, უვადო ბინადრობის ნებართვას. პროექტი ასევე ითვალისწინებს კანონის იმ ჩანაწერის გაუქმებას, რომლის მიხედვით, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

„საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მიგრაციისა და მოქალაქეობის გაცემის არასათანადო კონტროლი ქვეყანაში დემოგრაფიულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს. ქმედითი მექანიზმების დაწესება უკონტროლო მიგრაციის შესაკავებლად წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ - ეგზისტენციალურ ამოცანას, ბინადრობისა და მოქალაქეობის მიღების უფლებებზე მაღალი სტანდარტებისა და ეფექტური კონტროლის იმპლემენტაცია მკვეთრად შეამცირებს საქართველოს სახელმწიფოსთვის ამჟამად და მომავალში არსებულ პოტენციურ რისკებს.

კანონპროექტის შედეგად შემცირდება მასიური მიგრაციის ტალღა, სამართალდამცავ სტრუქტურებს გაუმარტივდებათ ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან, შემცირდება წნეხი სახელმწიფო სოციალურ პროგრამებზე (როგორიცაა ჯანდაცვა, მუნიციპალური სერვისები, საგანმანათლებლო სფერო), შემცირდება სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობების და უთანხმოების ალბათობა, დაწესდება საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფრო მაღალი სტანდარტი“, - აცხადებენ ინიციატორები პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს