გიგი წერეთელი - ჩვენი, ყველას სურვილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეები არ ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა სწორი პოლიტიკა ქვეყანაში, ამაზე საუბარიც იქნება ალბათ, დღეს, აქციაზე

ჩვენი, ყველას სურვილია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საფრთხეები არ ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა სწორი პოლიტიკა ქვეყანაში, სწორედ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და ადამიანებზე ორიენტირებული. ამაზე საუბარიც იქნება დღეს, ალბათ, აქციაზე,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა წევრმა, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს თსუ-თან განუცხადა, სადაც „ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

გიგი წერეთლის თქმით, დღევანდელი აქციის მსვლელობა დაიწყება თსუ-დან, 19:00 საათზე და მსვლელობით რუსთაველზე მივლენ.

„ყველას გვესმის, რომ დამოუკიდებლობა არის მაღალი ღირებულება, რის გარშემოც საქართველოს საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ჩვენ გვიწევს ერთი თარიღი - 108 წელი, შემდგომ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ჩვენი სურვილია ყველასი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საფრთხეები არ ჰქონდეს, ამიტომ საჭიროა სწორი პოლიტიკა ქვეყანაში, სწორედ დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და ადამიანებზე ორიენტირებული. ამაზე საუბარიც იქნება დღეს, ალბათ, აქციაზე, რომელიც თსუ-დან დაიწყება 19:00 საათზე და იქნება მარშის სახით რუსთაველამდე.

ტექნიკურ საკითხებზე მე ვერაფერს გეტყვით, იყო წერილების გაცვლა-გამოცვლა. ჯერ თავიდან რაც მოვისმინეთ, საერთოდ არ იყო სურვილი, რომ შეკრება ყოფილიყო, შემდეგ აპარატურასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი, განცხადება გაკეთდა, რომ კონსტიტუციური უფლებაა ადამიანების შეკრება და ეს თავად „ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც გაითვალისწინა”,- განაცხადა წერეთელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის