დავით მათიკაშვილი - „ნაცმოძრაობას“ ამ დღესთან დაკავშირებით ხმა არ აქვს ამოსაღები - ყველას კარგად ახსოვდეს, როგორ ექცევა „ნაცმოძრაობა" საკუთარ მოსახლეობას, 2011 წლის 26 მაისი არის ამის პირდაპირი დასტური

„ნაცმოძრაობას“ ამ დღესთან დაკავშირებით ხმა არ აქვს ამოსაღები - ამ მე-5 კოლონამ დღესაც 26 მაისი აირჩია, რათა კვლავ ქაოსი შემოეტანათ იმ დიდ დღესასწაულში, რომელსაც ერი და ბერი ერთად აღვნიშნავთ, - ცხადია, ამას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დღეს დაანონსებული აქციის მონაწილეებს მოუწოდა, კანონი არ დაარღვიონ.

„ნაცმოძრაობას“ ამ დღესთან დაკავშირებით ხმა არ აქვს ამოსაღები. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად ახსოვს რუსთაველის გამზირზე ის სისხლის გუბეები, საკუთარი ხალხის ცემით, წამებით და მოკვლითაც რომ დაატრიალა სადისტურმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. დღესაც სწორედ 26 მაისი აირჩია ამ მე-5 კოლონამ. დღე, რათა კვლავ დისონანსი, ქაოსი შემოეტანათ იმ დიდ დღესასწაულში, რომელსაც ერი და ბერი ერთად აღვნიშნავთ. ცხადია, ამას ვერ შეძლებენ. ნურავინ დაარღვევს კანონს. სახელმწიფო იქნება ადეკვატური. ყველას კარგად ახსოვდეს, როგორ ექცევა „ნაცმოძრაობა" საკუთარ მოსახლეობას, ხალხს. 2011 წლის 26 მაისი არის ამის პირდაპირი დასტური," - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს