სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მისალოც წერილში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.

„თქვენო აღმატებულებავ, სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქეების და პირადად ჩემი სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გიგზავნით გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს თქვენი ქვეყნისა და ხალხის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

უაღრესად კმაყოფილი ვარ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებითა და პოლიტიკური დიალოგის მიმდინარეობით. მტკიცედ მწამს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მომავალშიც განვაგრძობთ სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო სერბეთის რესპუბლიკაში თქვენი მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ასევე მოუთმენლად ველი საქართველოში ჩემს მომავალ ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპული მხარდაჭერისთვის. ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ადასტურებს, რომ თქვენი ქვეყანა ერთგულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და მხარს უჭერს მათ თანმიმდევრულ დაცვას, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ, თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს