თენგო თევზაძე - ხალხს ვეტყვით, როგორი იქნება სტრატეგია და კამპანია, რითაც უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები

მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველ ხალხს ვეტყვით, როგორი იქნება სტრატეგია და კამპანია, რითაც საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე, თსუ-დან დაიწყება მსვლელობა, რომელიც დასრულდება საქართველოს პარლამენტთან, მიუხედავად იმისა, “ქართულ ოცნებას” რა სურს.

“ასევე, ამ აქციის მთავარი მიმდინარეობა იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, რომელზეც ჩვენ უკვე არაერთი დღეა ვსაუბრობთ, იქნება მიმართვა საპროტესტო საზოგადოებისადმი. ჩვენი მხრივ, ჩვენ შევთავაზებთ ხედვას ძირითად პრობლემებზე, ასევე გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოეს დღეებსა და კვირებში, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი. ასევე, ჩვენ ღიად ვიტყვით, რას ვაპირებთ, მათ შორის ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების გასაგონად. მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველ ხალხს ვეტყვით, როგორი იქნება სტრატეგია და კამპანია, რითაც საბოლოო ჯამში, უნდა მივაღწიოთ პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას - ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალია სამართლიანი არჩევნები და არა, ბიძინა ივანიშვილის არჩევნები, რომელსაც არჩევნები არ ჰქვია”, - განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით “ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა თბილისის მერიამ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა