გიორგი კახიანი ოპოზიციაზე - დღევანდელ დღეს აქციების მოწყობის მცდელობა მათ სისუსტეს წარმოაჩენს - ცდილობენ, ამ ემოციურ ფონზე თავიანთ ამომრჩევლებს თავი მოუყარონ

დღევანდელ დღეს აქციების მოწყობის მცდელობა მათ სისუსტეს წარმოაჩენს - ცდილობენ, ამ ემოციურ ფონზე თავიანთ ამომრჩევლებს თავი მოუყარონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „ოპოზიციური ალიანსის" მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბროსას განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ რამენაირად ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ, არაფრის მომტანი იქნება.

„ჩვენ ვხედავთ ძალას, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი პოზიტიური მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს, რამენაირად ნეგატიურ ჭრილში გადაიტანონ. ამას მარტივი ახსნა აქვს - ნებისმიერი პოზიტივი, ნებისმიერი წინსვლა ჩვენი ქვეყნისთვის, მათთვის აღიქმება როგორც მძიმე შემთხვევა, როგორც მათი უბედურება. მე ვფიქრობ, პოლიტიკურ ძალებს კარგად უნდა ჰქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ეროვნული დღესასწაულების პოლიტიკური მანიპულირებისთვის და სპეკულაციებისთვის გამოყენება არ მოხდეს. დღევანდელ დღეს ასეთი აქციების მოწყობის მცდელობა მათ სახეს, მათ სისუსტეს წარმოაჩენს. ისინი ცდილობენ ამ ემოციებზე, მუხტზე რამენაირად წარმოაჩინონ, თითქოს მხარდაჭერით სარგებლობენ. ცდილობენ, ამ ემოციურ ფონზე თავი მოუყარონ თავიანთ ამომრჩევლებს. ნებისმიერი მათი მცდელობები, რომ რანაირადღა ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ, არაფრის მომტანი იქნება," - განაცხადა კახიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის