ლევან მახაშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე - მოსაწვევი გაეგზავნა ყველა დიპლომატიურ კორპუსს - ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა

მოსაწვევი გაეგზავნა ყველა დიპლომატიურ კორპუსს - ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას, რატომ არ იმყოფებოდნენ ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, მათ მიწვევა გაეგზავნათ, საელჩო კი უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს, ვის გაგზავნის ღონისძიებაზე.

„მოსაწვევი გაეგზავნა ყველა დიპლომატიურ კორპუსს. თავად საელჩო წყვეტს შემდგომ უკვე საელჩოდან ვინ იქნება ამ ღონისძიების მონაწილე - ელჩი თუ სხვა წარმომადგენელი.

მე არ დამინახავს [ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები] ფიზიკურად, მაგრამ რაც ვიცი - ყველას გაეგზავნა მოსაწვევი…

ყველა დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელი იყო მოწვეული. თავად საელჩო წყვეტს უკვე შემდგომ, ელჩის დონეზე იყოს წარმოდგენილი თუ სხვა ადამიანის დონეზე. თითოეული ადამიანი, თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო ამ ღონისძიებაზე მოწვეული. ვინ, რატომ, როგორ იყო წარმოდგენილი, ეს უკვე მათი გადაწყვეტილებაა ”, - განაცხადა მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს