ალექსანდრ ლუკაშენკო მიხეილ ყაველაშვილს - გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლუკაშენკო ყაველაშვილს ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს უსურვებს.

„ძვირფასო მიხეილ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - ეს დღესასწაული სიმბოლურად ქართველი ხალხის სიმტკიცეს, ერთიანობასა და ურყევ სულს განასახიერებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას მდგრადი განვითარების გზაზე, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა კეთილდღეობას. ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ პროგრესს და განამტკიცებს მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

მოუთმენლად ველი მინსკსა და თბილისს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში.

ძვირფასო მიხეილ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ოპტიმისტურ განწყობასა და წარმატებას, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველ მომავალს“, -აღნიშნულია მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს