მარკო რუბიო - ვლადიმერ პუტინმა სერგეი ლავროვს სთხოვა ჩემთვის დაერეკა, რათა დონალდ ტრამპისთვის კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ შეტყობინება გადამეცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბრისას სთხოვა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გადაეცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეტყობინება, კიევის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებთან დაკავშირებით.

კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დარტყმების შესახებ, რუბიომ უპასუხა:

„მათ გაუგზავნეს შეტყობინება ყველა საელჩოს და ვფიქრობ, მან უბრალოდ პირადად დამირეკა, რომ ეთქვა - მათ უთხრეს ყველა საელჩოს - კიევი ძალიან საშიში ადგილი იქნება - კიევი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიში ადგილია. შეხედეთ, ყველა ამ ომის გაგრძელების საფრთხე ის არის, რომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის, რაღაც ახალში გავრცელების საფრთხე. ასე რომ, გუშინ ვესაუბრე მას ამაზე და რამდენიმე სხვა თემაზე და ცხადია, პუტინს სურდა - სთხოვა, რომ დაერეკა, რათა პირდაპირ გადამეცა შეტყობინება პრეზიდენტისთვის, რაც გავაკეთე კიდეც, მაგრამ ცხადია, ჩვენ უკვე ვნახეთ შეტყობინება, რომელიც გაიგზავნა ყველა დიპლომატიურ უწყებაში“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, სერგეი ლავროვთან საუბარში განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინასთან აქტიური, დაგეგმილი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ აშშ ყოველთვის მზადაა შეასრულოს კონსტრუქციული და დამხმარე როლი, თუ ასეთი შესაძლებლობა მიეცემა.

კიევზე ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ მარკო რუბიომ უპასუხა, რომ ეს იმის შეხსენებაა, თუ რატომ არის ეს ომი საშინელი და რატომ უნდა დასრულდეს ის.

„შეხედეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავთ ამ მასშტაბურ დარტყმებს ერთი ან მეორე მხრიდან, ეს არის შეხსენება იმისა, თუ რატომ არის საშინელი ეს ომი, რომელიც უკვე მეორე მსოფლიო ომზე მეტხანს გრძელდება და ის უნდა დასრულდეს. აშშ მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებას და იმედია, რომ გარკვეულ მომენტში გამოჩნდება შესაძლებლობა, კვლავ შევძლოთ ამ როლის შესრულება“, - აღნიშნა რუბიომ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს