ვაშინგტონის მერი - 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ

2026 წლის 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა, - აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ამის შესახებ ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუზერის პროკლამაციაშია აღნიშნული.

„ვინაიდან საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების, ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით; და ვინაიდან, ქართულ-ამერიკული საზოგადოების მემკვიდრეობა, ტრადიციები და მიღწევები მნიშვნელოვნად ამდიდრებს ჩვენი ადგილობრივი თემებისა და მთელი ერის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს და ვინაიდან საქართველოს საელჩო აძლიერებს კოლუმბიის ოლქს თავისი აქ ყოფნით და ჩვენს თემებთან კულტურული ჩართულობით; და ვინაიდან ჩვენი ღირებული ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის პატივსაცემად ჩვენ ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს: მე, ვაშინგტონის მერი 2026 წლის 26 მაისს ვაშინგტონში „საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ“ ვაცხადებ“, – ნათქვამია პროკლამაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს