პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცა - გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ, “ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა.

“როცა ხალხის მოძრაობა აღარ იქნება, მერე შევალთ, დავამონტაჟებთ. აქ არაფერი ხდება, ხალხი რომ აღარ იქნება, რა მიზეზით მეუბნებით უარს? მითხრეს, რომ კონკრეტული ხარვეზებით შეავსე განცხადებაო, გავუგზავნე ახალი წერილი და პასუხი არ მოსულა. თუ პასუხი 19:00 საათამდე არ იქნება, მოვალთ და მიზეზს მეტყვით თქვენ”, - უთხრა ნიკა გვარამიამ გოგა მემანიშვილს.

თავის მხრივ, როგორც მემანიშვილმა უპასუხა, კონსტრუქციების განთავსების თაობაზე “ოპოზიციურ ალიანსს” შსს-დან პასუხი გაეცა, შესაბამისად, ახლა, კონსტრუქციების მიტანას პარლამენტთან ვერ შეძლებენ.

“თქვენ ამასთან დაკავშირებით უარი გეთქვათ. ვერ შეიტანთ. თუ რამე შეიცვლება, მოგახსენებთ. რა განცხადებითაც მოგვმართეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გაგეცათ... დამატებითი პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები”, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს