მამუკა მდინარაძე - სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვს გადაქცეული დაყოფისა და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით

სამწუხაროა, მაგრამ ახალი არ არის, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობა აღიზიანებს ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შინაგან სლოგანად აქვს გადაქცეული დაყოფისა და გაბატონების სტრატეგია უცხო ძალების დავალებით, - ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ცალკეული ოპოზიციონერების განცხადებები, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ გააკეთეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ერი მაშინ არის ერთიანი, როდესაც ეკლესია თავის სარწმუნოებას იცავს. მისი თქმით, ასეთ დროს გარე ძალებისთვის ამ ერის დაყოფა რთულია.

„ბევრი გვისაუბრია ჩვენ ამასთან დაკავშირებით, როგორ არის უზრუნველყოფილი ერის ერთიანობა მაშინ, როდესაც ეკლესია თავისი სამშობლოს, თავისი სარწმუნოების მხარეს და ამ შემთხვევაში დაყოფა და ბატონობა გარე ძალების მიერ არის ერთი ორად რთული და ეს არის ერთადერთი გასაღები, რის გამოც ასე შეიძლება ვინმე ლაპარაკობდეს”, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერი ასევე გამოეხმაურა სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია 26 მაისს იგორ ბლაჟევიჩის დაწერილი გეგმით იმოქმედებს.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ყველა მოქმედება გარე დავალებებზეა დამოკიდებული.

„რომელიმე ჟურნალისტმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოიპოვოთ. ეს მაინც იქნება ცალკეული ინფორმაციები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ასეთი პატარ-პატარა ინფორმაციები იმ ჯაჭვს წარმოადგენენ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა მნათი მოქმედება დამოკიდებულია გარე დავალებაზე.

არცერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ მოვა და არ გადაწყვეტს, რომ თავად გახდეს მმართველი. ყოველთვის ეცდებიან, ეს გააკეთონ ქვეყნებში საკუთარი ხალხის ხელით, ჩვენს შემთხვევაში, ეროვნებით ქართველის ხელით, გათიშონ და შემდეგ იბატონონ ამ ქვეყანაზე. ამისი გათვითცნობიერება არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს”, - განაცხადა მდინარაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს