ნიკა გვარამია - უარი ვერ იქნება მიღებული, ჯერ ერთი, არც მიგვიღია - ვიღაცამ რომც გადაწყვიტოს, თავისი „ხოშის“ გამო აქ შემოსვლა არ შეიძლება, ეს ვერ მოხდება

უარი ვერ იქნება მიღებული, ჯერ ერთი, არც მიგვიღია. ვიღაცამ რომც გადაწყვიტოს, თავისი „ხოშის“ გამო აქ შემოსვლა არ შეიძლება, ეს ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე ხალხის მოძრაობა შეწყდება, ისინი ადგილზე სცენისათვის საჭირო ტექნიკას მიიტანენ.

„ლეგიტიმური არგუმენტია, რომ აქ ხალხი დადის, მაგრამ ასე ხომ არ იქნება მუდმივად, მთელი დღე და დიდხანს. დაველოდებით, ეს არგუმენტი რომ არ ექნებათ, პირდაპირ დავიწყებთ შემოსვლას, რა უნდა ქნან, აქ არაფერი ხდება. თქვენ ხედავთ, რომ ცარიელი ტერიტორიაა, ჯერჯერობით ხალხი სეირნობს, როცა ეს აღარ იქნება, მერე მოვალთ. მანქანები არ გადაადგილდებიან, ფაქტია, ის, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რასაც ტექნიკის დამონტაჟება ხელს შეუშლის, ამიტომ უარი ვერ იქნება მიღებული, ჯერ ერთი, არც მიგვიღია, ბოლო წერილზე პასუხი საერთოდ არ გვაქვს, ვიღაცამ რომც გადაწყვიტოს, თავისი „ხოშის“ გამო აქ არ შეიძლება შემოსვლა, ეს ვერ მოხდება. საუბარია სცენაზე და ხმის გამაძლიერებლებზე, სხვანაირად მიტინგი, ნებისმიერი ტიპის დემონსტრაცია შეუძლებელია. ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობას თუ არ გაძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მიტინგის ჩატარების უფლებას არ მოგცემენ, ამიტომ მოგონილ მიზეზებს ჩვენ არ მივიღებთ“, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცავებმა „ოპოზიციურ ალიანსს“ სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციის რუსთაველის გამზირზე შეტანის უფლება არ მისცეს. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის