სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს - სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის - დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ვაჰაგნ ხაჩატურიანი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის მყარი საფუძველია.

„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე საქართველოს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს. სომხეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვანი მეგობრული კავშირები მყარი საფუძველია მრავალდარგობრივი თანამშრომლობის უწყვეტი განვითარებისთვის.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და რეგიონულ სტაბილურობას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას, ხოლო მეგობარ საქართველოს ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის გამოხატულება“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ინფორმაციას და წერილის შინაარსს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის