ჩეხეთში დაკავებული რუსი მიტროპოლიტი ილარიონი გაათავისუფლეს

ჩეხეთის რესპუბლიკაში დაკავებული მიტროპოლიტი ილარიონი და მისი მძღოლი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია მიტროპოლიტის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბრალდებების წარდგენის, გირაოს დაკისრების და ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გარეშე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, ჩეხეთის რესპუბლიკაში მიტროპოლიტი ილარიონი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მის ავტომობილში „თეთრი ნივთიერების შემცველი ოთხი პატარა კონტეინერი აღმოაჩინეს“. მიტროპოლიტმა ამოღებულ ნივთიერებებთან კავშირი უარყო.

ჩეხეთის პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლის თქმით, პოლიციამ ჩხრეკა ანონიმური შეტყობინების მიღების შემდეგ ჩაატარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიტროპოლიტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და უწყებაში ჩეხეთის ელჩი დაიბარა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის