თბილისში, 28-30 მაისს, დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მეოთხე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC 2026 ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონგრესზე 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 15-მდე სხვადასხვა პროფესიული საზოგადოების პრეზიდენტი მონაწილეობს. კერძოდ, მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან, 400-მდე მსმენელია დარეგისტრირებული.
მისივე ინფორმაციით, კონგრესის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გორგაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
„კონგრესს აქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოებებისგან, მიღებული აქვს დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების, დერმატოსკოპიის საერთაშორისო საზოგადოების, დერმატოლოგთა საერთაშორისო ლიგის ეგიდი; ხოლო ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭომ მოგვანიჭა აკრედიტაცია და 21 ევროპული კრედიტ ქულა (CME), რაც ხაზს უსვამს სამეცნიერო პროგრამის და კონგრესში მონაწილე ექსპერტების მაღალ აკადემიურ დონეს და აძლევს შესაძლებლობას ქართველ ექიმებს ქვეყნიდან გაუსვლელად მოიპოვონ ევროპული კრედიტები.
კონგრესზე მონაწილეობს 40-მდე საერთაშორისო სპიკერი, 15-მდე სხვადასხვა პროფესიული საზოგადოების პრეზიდენტი. დარეგისტრირებულია 400-მდე მსმენელი მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან.
კონგრესის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე მონაწილეობენ საქართველოს წამყვანი ფარმაცევტული ბრენდების, ასევე უცხოელი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებლები.
კონგრესის სამეცნიერო სესიები მოიცავს სრულ დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინას. ჩატარდება 5 ვორკშოპი, მათ შორის, დერმატოქირურგიის, ციფრულ დერმატოსკოპიის, ჭრილობის შეხორცების, ლაზერის, ეგზოსომების.
ახალგაზრდებისთვის იქმნება განსაკუთრებული პლატფორმა. ჩატარდება ჩემპიონატი დერმატოლოგიაში. გამარჯვებული მიიღებს უახლეს ციფრულ დერმატოსკოპს; ასევე დერმატოლოგიის რეზიდენტების სესია, სადაც 3 საუკეთესო ფულად პრიზს და ბრიტანეთის დერმატოლოგთა საზოგადოების კონგრესზე დასწრების გრანტს მიიღებს.
კონგრესის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე https://photoderm.org/itc2026,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.