თამარ ჩერგოლეიშვილი გოგა მემანიშვილს - ძალიან კარგად გვახსოვს, 2 თვე დამხობას რომ აანონსებდნენ, რა მარტივად დააყენებინეთ სცენა - რეჟიმს მშვიდობიანი პროტესტის და გამოხატვის ეშინია

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, 2 თვე დამხობას რომ აანონსებდნენ, რა მარტივად დააყენებინეთ სცენაც. მშვიდობიანი პროტესტის და გამოხატვის ეშინია რეჟიმს, - ასე მიმართა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს.

თამარ ჩერგოლეიშვილმა პოლიციის მაღალჩინოსანს ჰკითხა, ექნებოდათ თუ არა მათ სცენისათვის საჭირო კონსტრუქციის მიტანის შესაძლებლობა.

„საპროტესტო აქცია რომ იქნება მრავალათასიანი, ხმის ამოღების შესაძლებლობას რეჟიმი გვაძლევს, თუ ფრთხება?“ - ჰკითხა ჩერგოლეიშვილმა მემანიშვილს, რაზეც მან პოლიტიკოსს უპასუხა, რომ „ხმის ამოღებას არავინ უშლის“.

„ხმა თუ ვერავის გავაგონე, რად მინდა? ანუ შემატანინებთ“, - მიმართა კვლავ ჩერგოლეიშვილმა მემანიშვილს, რაზეც მან განმარტა, რომ განცხადების განხილვას 5 დღე სჭირდება.

„მომისმინეთ ქალბატონო და გეტყვით, როცა პირველი განცხადება შემოიტანეთ, დახარვეზდა. ამის შემდეგ, დააკორექტირეთ თქვენი განცხადება, მაგრამ ვადაში ვერ ეტევით, გუშინ შემოიტანეთ განცხადება, 5-დღინი განხილვის ვადა აქვს, ან დაელოდეთ ამ 5 დღეს, ან არადა“, - განაცხადა მემანიშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „რეჟიმს ხმის ამოღების“ ეშინია.

„ეს ცინიკური განცხადება ძალიან კარგია, რომ პრესის წინაშე გააკეთეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოკავშირეებმა, ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც აქ არიან და რომელთანაც რეჟიმი ცალ ფეხზე დგას, რომ ურთიერთობა დაალაგოს, ძალიან კარგად გაიგოს და დაინახონ, ლეგიტიმაციის რამხელა პრობლემა აქვს რეჟიმს, რომ უბრალოდ ათასობით ადამიანი რომ მოვა, ხმის ამოღების შესაძლებლობას არ გვაძლევთ“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა, რის საპასუხოდაც პოლიციის მაღალჩინოსანმა კვლავ შეახსენა, რომ „განცხადება წინასწარ, 5 დღით ადრე უნდა უნდა შეეტანათ“.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, 2 თვე დამხობას რომ აანონსებდნენ, რა მარტივად დააყენებინეთ სცენაც, რადგან მშვიდობიანი პროტესტის და გამოხატვის ეშინია რეჟიმს, ამიტომ დაარბენინეს სოლეიმანის პლაკატებით ექსტრემისტებს“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს