რასა იუკნევიჩიანე - გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო ქართველებო - თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ძვირფასო ქართველებო! ასეთ ეტაპებზე, როგორსაც თქვენი ერი ამჟამად განიცდის, ადვილია რწმენის დაკარგვა. თუმცა, ისტორია ასევე აჩვენებს, რომ ერების თავისუფლების სურვილი უფრო ძლიერია, ვიდრე შიში, ძალადობა და უსამართლობა, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ქართველი ხალხი არაერთხელ დამდგარა ფეხზე და კვლავ დადგება.

„ცვლილებები აუცილებლად სწრაფად არ მოხდება. დემოკრატიის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისკენ დაბრუნების გზა შეიძლება იყოს გრძელი და რთული. თუმცა, მე მჯერა ყველა კეთილი ნების მქონე ქართველის, რომელთა იმედიც ჯერ კიდევ ანთია. მე მჯერა, რომ ეს იმედი გახდება ძალა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს!“- წერს ევროპარლამენტარი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის