სალომე სამადაშვილი - დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობა კვლავაც აღსადგენია - რეჟიმმა ქვეყნის მეგობრები მტრად გამოაცხადა, ევროპის გახსნილი კარი კი ისე ჩაურაზა საქართველოს, როგორც ბადრაგმა ციხის კარი უთვალავ პოლიტიკურ პატიმარს

რაოდენ სევდის მომგვრელიც არ უნდა იყოს, დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობა კვლავაც აღსადგენია - სანამ ვიბრძვით, ამ იდეის განხორციელება ჯერ ისევ შესაძლებელია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი წერს.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ “რეჟიმმა ქვეყნის მეგობრები მტრად გამოაცხადა, ევროპის გახსნილი კარი კი ისე ჩაურაზა საქართველოს, როგორც ბადრაგმა ციხის კარი უთვალავ პოლიტიკურ პატიმარს“.

“დღეს უამრავი სახელმწიფოს, ევროკავშირის, აშშ-ს და სხვა მეგობარი ქვეყნების უმაღლესი დონის დელეგაციები ტაშს უნდა უკრავდნენ სწრაფ პროგრესს, რომლითაც წინ მივიწევთ ევროპის თავისუფალი ერების გაერთიანებაში გასაწევრიანებლად. საქართველოს მოკავშირეები თბილისიდან ეუბნებოდნენ მტერსაც და მოყვარესაც, რომ მარტო ჩვენი ქვეყანა აღარასოდეს იქნება...

სამწუხაროდ, ეს მეგობრები მტრად გამოაცხადა რეჟიმმა, ევროპის გახსნილი კარი კი, ისე ჩაურაზა საქართველოს, როგორც ბადრაგმა ციხის კარი უთვალავ პოლიტიკურ პატიმარს. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ სიძულვილის ენით საუბრობს; მთავრობა რომელმაც აწამა, მოწამლა, ცემა, დაასახიჩრა, დაამცირა და გაძარცვა საკუთარი მოქალაქეები; რეჟიმი, რომელმაც მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლები ქუჩაში დააყენა წამლის მოთხოვნით და დასცინის მათ, ფსევდო რელიგიური იდეოლოგიით ცდილობს დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოს იდეის ჩანაცვლებას. ამიტომაც ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ მხოლოდ ეფემერულ ცნებად რჩება...მიზნად და არა განხორციელებულ ამოცანად.

თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის მისი ხალხი, ხალხის მიერ თავისუფლად გამოხატული ნების საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი ინსტიტუციებით, რომელიც ემსახურება ხალხს. სანამ მსგავსი სახელმწიფო არ გვაქვს, დამოუკიდებლობის ცნება მხოლოდ იდეაა.

ჩვენ კი, დღეს, 2026 წლის 26 მაისს მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენა მივულოცოთ ერთმანეთს. ისიც, რომ უამრავი ადამიანი მზადაა ამ იდეისთვის იბრძოლოს. რაოდენ სევდის მომგვრელიც არ უნდა იყოს, დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლის თავზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობა კვლავაც აღსადგენია. სანამ ვიბრძვით, ამ იდეის განხორციელება ჯერ ისევ შესაძლებელია. 26 მაისს ვულოცავ ყველას, ვინც ამ იდეისთვის იბრძვის და არ იღლება“, - წერს სალომე სამადაშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს