მარკო რუბიო - „ტრამპის გზა“ სომხეთსა და კავკასიის რეგიონს მშვიდობისკენ გზას უხსნის

„ტრამპის გზის“ პროექტი სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის გზას ხსნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუბიოს თქმით, მისთვის პატივი იყო TRIPP („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

„ეს ისტორიული ნაბიჯია. სომხეთისა და რეგიონისთვის ეს მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება, მთავარი მიზანია ურთიერთობების განვითარება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ.

„მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სომხეთისა და შეერთებულ შტატებს მინერალებზე საიმედო წვდომა ჰქონდეთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის