ირანის საგარეო უწყება - აშშ-მა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია - ირანი უპასუხებს და უყოყმანოდ დაიცავს თავს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა ღამით ჰორმოზგანის რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განხორციელებული დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

უწყების მტკიცებით, ირანი უპასუხებს და უყოყმანოდ დაიცავს თავს.

„შეერთებულმა შტატებმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ჰორმოზგანის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უხეშად დაარღვია. ირანი ამ აგრესიული და გაუმართლებელი ქმედებების შედეგად გამოწვეულ ყველა შედეგზე აშშ-ის რეჟიმს აკისრებს პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხრეთ ნაწილზე ახალი დარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, დარტყმების სამიზნე იყო ირანის სარაკეტო ბაზები და ნავები, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა აშშ-ის ჯარების დაცვას ირანის ძალების მიერ შექმნილი საფრთხისგან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის