დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა - ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

დიდმა ბრიტანეთმა 18 ახალი სანქცია დააწესა.

სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

„ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს