არარატ მირზოიანი - სომხურ-ამერიკული პროექტები სასარგებლო იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ჩვენს ორმხრივ პროგრამებში

სომხურ-ამერიკული პროექტები რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც სასარგებლო იქნება, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკულ მხარესთან ახალ შეხვედრებსა და კონტაქტების გაგრძელებას მოუთმენლად ელის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ განსაზღვრული პარტნიორობა ეტაპობრივად განვახორციელოთ. ეს სასარგებლო იქნება, როგორც სომხეთისთვის, ისე აშშ-სთვის და ასევე, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კონსტრუქციულად ჩაერთვებიან ჩვენს ორმხრივ პროგრამებში“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს.

მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს TRIPP (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის) პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩო-შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩო მემორანდუმს.

შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ ერევანი დატოვა და ვაშინგტონში გაემგზავრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის