ვოლოდიმირ ზელენსკი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუს ოპოზიციონერ ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსი ხალხის მისწრაფებას, რომ გათავისუფლდნენ რუსული ჩარევისგან და ვიცით, რომ რუსეთი ცდილობს, ბელარუსი კიდევ უფრო ღრმად ჩაითრიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან, სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბელარუსი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აფასებს.

მისი თქმით, უკრაინა ბელარუსისთვის საფრთხე არასდროს ყოფილა.

„დადგება დღე, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები იქნება, რომელიც როგორც უკრაინის, ასევე ბელარუსის მოსკოვისგან ნამდვილ დამოუკიდებლობაზე იქნება დაფუძნებული“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის