იტალიის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს - იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისალოც წერილში სერჯო მატარელა აღნიშნავს, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.

„დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.

ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.

სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს",- აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის