ავსტრიის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა - მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მაქვს პატივი გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მილოცვა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომისა და მასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური გამოწვევების კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ მშვიდობის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის სულისკვეთებით.

ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა თქვენ და თქვენს ოჯახს გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი",- აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს