ქალთა მოძრაობამ მეტრო „რუსთაველიდან“  თსუ-მდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

მოძრაობა “ქალთა ორგანიზაცია პროტესტში“ წარმომადგენლები „რუსთაველის“ მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შეუერთდებიან "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას.

მათივე თქმით, დღეს ხელისუფლება დაინახავს, თუ რამდენი ადამიანია მათ წინააღმდეგ.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ერთი მხრივ ვიზეიმოთ დღევანდელი დღე, მეორე მხრივ კი შევუერთდეთ "ოპოზიციურ ალიანსს". ჩვენ აქედან მსვლელობით გადავალთ თსუ-სთან. ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ დემოკრატიაა დასაცავი, ადამიანის უფლებები უმძიმეს მდგომარეობაშია, ასევე, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენ ვხედავთ, რომ “ოცნების“ 14-წლიანმა მმართველობამ მოიტანა უმძიმესი მდგომარეობა, ვხედავთ ამ წუთებში მერამდენე დღეს და ღამეს ათენებენ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიის წინა.

ვხედავთ სოლიდარობას საზოგადოების მხრიდან, თუმცა ნულოვან რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. რომ შეასრულონ საკუთარი ვალდებულება და წამალი მოუტანონ ბავშვებს. ჩვენ ვხედავთ გაძვირებულ ცხოვრებას და დაბალ ხელფასებს, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ემიგრაციას, შიმშილის ზღვარზე მყოფ ბავშვებს, რასაც ვაპროტესტებთ და ამის გამო ვიღებთ რეპრესიებს. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ბრძოლა არის იმ საერთო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელიც 1918 წლიდან გვაქვს მოპოვებული, შემდგომ აღიარებული იქნა 1991 წლის 9 აპრილს და ახლა ისევ ვიბრძვით ამისთვის, გელოდებით ყველას ჯერ აქ და შემდეგ თსუ-სთან“, - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ, მარიკა არევაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 26 მაისს, „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორგანიზატორი პარტიების ინფორმაციით, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა