თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ადგილზე უკვე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეები შეკრების შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან.

ადგილზე, ასევე, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარებისთვის ხელმოწერებიც გროვდება.

როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა სცადეს, რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა, რის საშუალებაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა