პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თორნიკე კაპანაძემ და სალომე წიკლაურმა მარნეულის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს ნაადრევ ქორწინებაზე და ამ სახის დანაშაულზე, კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს კანონმდებლობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის შესახებ რეგულაციას.

„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მარნეულის მოსახლეობამ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს