ვლადიმერ პუტინი 27 მაისს ყაზახეთს ეწვევა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 მაისს ყაზახეთს ეწვევა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვალ საღამოს ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.

28 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინი 29 მაისს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მხარეები სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებს განიხილავენ.

„მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრაზე ლიდერები სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმების საკითხს განიხილავენ. რა თქმა უნდა, შეფასდება ის რისკები, რასაც ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ქმნის“, - აღნიშნა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს შეხვედრებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრება.

„შეხვედრებზე სომხეთს ვიცე-პრემიერი წარმოადგენს, რადგან პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მოახლოებული არჩევნების გამო ასტანაში ვერ ჩამოვა“, - განაცხადა უშაკოვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის