უკრაინის პრემიერ-მინისტრი - ქართველ ხალხს გულწრფელად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - ღრმად ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვას აგრძელებს

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს გულწრფელად ვულოცავ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენს ქვეყნებს ღრმა ისტორიული კავშირები და სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საერთო ერთგულება აერთიანებთ“, - წერს იულია სვირიდენკო X-ზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით იდგა ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში და ჩვენ ღრმად ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას მაშინ, როდესაც უკრაინა რუსეთის აგრესიული ომისგან თავის დაცვას აგრძელებს“, - აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს