დიმიტრი მედვედევი - ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს, როგორც ჩანს, დიპლომატები ზედმეტი ჰყავთ და შემცირება სურთ

ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცვლელად შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, მათ დიპლომატები ზედმეტი რაოდენობით ჰყავთ და მათი რაოდენობის შემცირება სურთ“, - წერს მედვედევი X-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლითაც კიევში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ მომავალი დარტყმები გამოაცხადა. ასევე, უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების პერსონალს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, რომ ევროპელი დიპლომატები კიევის დატოვებას არ აპირებენ.

„ევროკავშირი არსად მიდის. ჩვენ კიევში ვრჩებით. ჩვენ უკრაინის გვერდით ვრჩებით. დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მუქარა სიძლიერის ნიშანი არ არის. ეს სასოწარკვეთის ნიშანია“, - აღნიშნა ელჩმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს