ზურაბ ჯაფარიძე - ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას

ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აქციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეატანინეს რუსთაველის გამზირზე ტექნიკა, ძალის დემონსტრირებაა.

„ჯერჯერობით გეგმაში არის ის, რომ აქ მოხდება შეკრება ადამიანების, ჯერ კიდევ იკრიბება ხალხი და აქედან იქნება მსვლელობა პარლამენტამდე. ესაა, რაც უეჭველი გადაწყვეტილია, ხოლო ამის მიღმა, იმის გამო, რომ ტექნიკა არ შეგვატანინეს, საბოლოო პასუხი არ გვაქვს, რას მოვახერხებთ, რის გაკეთებას მოვახერხებთ. რამდენიმე გამოსვლა იყო დაგეგმილი და ტექნიკური უზრუნველყოფა როგორ მოხერხდება არ ვიცი. ორი გადაწყვეტილება გვაქვს, უბრალოდ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას. მგონია, რომ შიშის ამბავია, მაგრამ რისი ეშინიათ არ ვიცი, თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ არანაირ ექსცესებს ადგილი არ ექნება, თუ პროვოკაცია იქნება, მხოლოდ მათი მხრიდან იქნება. მეორე, ალბათ ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, არ გვინდა და არ გაგაკეთებინებთ, სხვა შინაარსი არ აქვს. რა გამოსვლა უნდა იყოს ისეთი? რისი ეშინიათ ვერ ვხვდები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს