თსუ-სთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

კერძოდ, მოქალაქეებმა დროშებითა და პლაკატებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთში მსვლელობას დაიწყებენ და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ადგილზე იმყოფებიან "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები, ასევე, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეკრება იქნება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი.

საბოლოოდ, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც დაგეგმილია პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

დღის განმავლობაში "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა სცადეს, რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების და შესაბამისი აპარატურის შეტანა, რის საშუალებაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა. საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს