სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი თავისუფლების ბოლომდე მიყვანა დამოკიდებულია ერთობაზე - რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ

ძალიან საინტერესოა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი კადრი, რომელიც დღეს დადეს და აერთიანებს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთავარი შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე მსვლელობისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხალხი ერთობისთვისაა ქუჩაში გამოსული.

"პირველ რიგში, ყველას მინდა მივულოცო 26 მაისი და მივულოცო, რაც ჩვენთვის არია ღირსშესანიშნავი - დამოუკიდებლობა, რომელიც 35 წელს არ ითვლის, დამოუკიდებლობა ითვლის უკვე 85 წელს და ბევრად უფრო მეტს, მაგრამ ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო ითვლის ამდენ წელს, რადგან ოკუპაციის პერიოდი არ ითვლება, ჩვენი კონსტიტუცია დაუბრუნდა პირვანდელ კონსტიტუციას და უწყვეტია, ეს უწყვეტობა არის ჩვენი ძალიან დიდი ძალა. ეს ხალხი, ვინც გამოსულია, ერთობისთვისაა გამოსული, რადგან დამოუკიდებლობა ერთობის გარეშე არ არსებობს. დამოუკიდებლობის დაცვა და აღდგენა, ჩვენი თავისუფლების ბოლომდე მიყვანა, ესეც დამოკიდებულია ერთობაზე, ამ ხალხის შემართებაზე. ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიეცათ ოპოზიციის წარმომადგენლებს სცენისთვის საჭირო აპარატურის შეტანის უფლება, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ქართული ოცნება" თავისი ხასიათის მიხედვით იქცევა".

"ძალიან საინტერესოა ის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი კადრი, რომელიც დღეს დადეს, რომელიც აერთიანებს მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მთავარი შეურაცხყოფა. რაღაცას შეუშვებენ თუ არ შეუშვებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი აქაა და ხალხი შევა, რადგან რუსთაველი არის ხალხის და ხალხი იქნება რუსთაველზე...

არ შეჩერებულა ეს ცხოვრება, არის როცა ხანგრძლივია ეს პროტესტი, ცხადია, არის მომენტები როცა მეტია, ან ნაკლები, გვახსოვს, შარშან 26 მაისი, შარშან 31 მარტი.

დღეს უკვე, ეს ეროვნული ენერგია მათ დაშლილობას ეჯახება, რადგან დღეს ეს რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ცოტა კიდევ უნდა გავუძლოთ და ეს ენერგია ამაში დაგვეხმარება",-განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა