Politico - რუსტემ უმეროვი ბერლინში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ბერლინში გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სამშაბათს ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს შეხვდება.

გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მიერ გასულ კვირას ევროკავშირში უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შესახებ წარდგენილი წინადადების ფონზე უმეროვის ბერლინში ვიზიტი აღსანიშნავია.

„ის ფაქტი, რომ უმეროვი დღეს ბერლინში იმყოფება, აშკარა კავშირზე მიუთითებს“, - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ბერლინში უმეროვის ვიზიტი იმის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის საგარეო უწყება კიევში უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დარტყმებით დაემუქრა და მათ უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის