ლევან ცუცქირიძე - იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელიც მოგვიპოვა და გვიანდერძა ჩვენმა ბრწყინვალე წინაპრებმა, ვიბრძოლებთ, დავიცავთ და გადავარჩენთ

იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელიც მოგვიპოვა და გვიანდერძა ჩვენმა ბრწყინვალე წინაპრებმა, ვიბრძოლებთ, დავიცავთ და გადავარჩენთ, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ საპროტესტო მსვლელობისას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერთჯერადი აქტი არაა.

"პოლიტიკური პარტიების საქმე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მისცეს საშუალება საკუთარი აზრი, პროტესტი, მოთხოვნები გამოხატოს. დღეს, ჩვენ აქ ვართ, რადგან ვთქვათ, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ერთჯერად მოვლენად და აქტად არ მივიჩნევთ. როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა, მისი დაბადების დღეა დღეს, თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურია, მას ყოველდღიური თავგანწირვით და ბრძოლით მოვიპოვებთ. ამის საჩვენებლად და ამის სათქმელად ვართ აქ ჩვენ, რომ იმ დამოუკიდებლობისთვის, რომელიც მოგვიპოვა და გვიანდერძა ჩვენმა ბრწყინვალე წინაპრებმა, ამ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლებთ, დავიცავთ და გადავარჩენთ",- განაცხადა ცუცქირიძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს