საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა აკრძალვის მიუხედავად, ადგილზე ხმის გამაძლიერებელი აპარატურა მიიტანეს.
აქციის ორგანიზატორები აპარატურის გამოყენებას პარლამენტთან პოლიტიკური გამოსვლების უზრუნველყოფისთვის გეგმავენ, ვინაიდან მათ ადგილზე სცენის მონტაჟის შესაძლებლობა არ მისცეს.
რაც შეეხება თავად მსვლელობას, მასში მონაწილეობას იღებენ "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში "ოპოზიციის ალიანსის" წარმომადგენლებმა სცადეს რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟისთვის საჭირო კონსტრუქციების შეტანა, თუმცა ამია საშუალება მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა.
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის მითითებით, სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, უკან გააბრუნეს.