გივი თარგამაძე - ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ  სწორი გზები უნდა ვიპოვოთ ამ გამარჯვებამდე - „ქოცები“ ნელ-ნელა მართლა შედიან დეპოში

ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ სწორი გზები უნდა ვიპოვოთ ამ გამარჯვებამდე - „ქოცები“ ნელ-ნელა მართლა შედიან დეპოში და ეს დეპო ჩვენ უნდა მოვუძებნოთ, რომ სწორ ადგილას ჩამოდგნენ ისე, რომ ეს ქვეყანა მეტი აღარ შეაწუხონ არასდროს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დამოუკიდებლობა საკმაოდ რთულ პირობებშია დასაცავი.

„ჩემი აზრით, ეს არის მთავარი დღესასწაული. ჩვენ, ეს დღე ყოველთვის უნდა ვიზეიმოთ. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ სწორედ ეს დამოუკიდებლობა არის დასაცავი და თანაც საკმაოდ რთულ პირობებში, მაგრამ რაც არის ეგ არის. ჩვენ საბოლოო ჯამში გამარჯვება გვიწერია, უბრალოდ სწორი გზები უნდა ვიპოვოთ ამ გამარჯვებამდე. ჩემი აზრით, „ქოცები“ ნელ-ნელა მართლა შედიან დეპოში და ეს დეპო ჩვენ უნდა მოვუძებნოთ სად არის, რომ სწორ ადგილას ჩამოდგნენ ისე, რომ ეს ქვეყანა მეტი აღარ შეაწუხონ არასდროს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ „მთავართან“.

ცნობისთვის, თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებენ "ოპოზიციის ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის