მედია - ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გააფართოვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გააფართოვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში გამოცხადებული უსაფრთხოების ზონის მიღმა სახმელეთო ოპერაციებს ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის მიზანი ჩრდილოეთ ისრაელში დრონებით თავდასხმების საფრთხის შემცირებაა.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება უბრძანა.

გასულ ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას“ 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს