თენგო თევზაძე - დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული

დღეს გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, პროტესტი ცოცხალია, ხალხი ერთ მუშტადაა შეკრული, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის” წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

თენგო თევზაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, არ მოაწყოს პროვოკაციები.

„ირაკლი კობახიძე და ეს ნაძირლები უნდა გადადგნენ, მათი გადადგომა მნიშვნელოვანია, რათა დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და მალე გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

"ახლა მივდივართ რუსთაველისკენ, პარლამენტის შენობასთან შევიკრიბებით, იქ იქნება სიტყვით გამოსვლები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, არანაირი პროვოკაცია. ჩვენ ვართ ათიათასობით, ჩვენ გეგმას ვეტყვით მოქალაქეებს და ვიქნებით ერთად ბრძოლაში, სანამ მიზანს არ მივაღწევთ“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს